პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 10-15 ოქტომბერს 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
მსხვილ შემომწირველებს შორის არიან პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია (60 ათასი ლარი), ფოთის მერი გოჩა კურდღელია (40 ათასი ლარი) და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი (50 ათასი ლარი).
სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებში არიან ბიზნესის წარმომადგენლებიც: „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი (50 ათასი ლარი), „ანაგის“ წარმომადგენელი გიორგი მარტინენკო (25 ათასი ლარი), ასევე ბესიკ ჯობავა (25 ათასი ლარი), არტურ არაბიანი (25 ათასი ლარი), პაატა კოკაია (55 ათასი ლარი), ჭიჭიკო გოლეთიანი (35 ათასი ლარი), ბონდო გოლეთიანი (25 ათასი ლარი), შალვა ერისთავი (60 ათასი ლარი), რომანი აბრამიშვილი (60 ათასი ლარი) და გიორგი აბრამიშვილი (60 ათასი ლარი), გიორგი ჩაკვეტაძე (45 ათასი ლარი).