სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„არ მინდა, სიტყვა დავასრულო დღეს 9 აპრილით, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებლობის გამყარების დღე. არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.