სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა | მინსკი 2019
22:49, 20.06.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიურ სოფელში სადაც 50 ქვეყნის სპორტსმენები ცხოვრობენ, ქართველ სპორტსმენებს შეხვდა. შეჯიბრების დაწყებამდე ქვეყნის პირველმა პირმა ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე და ბელორუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია ესწრებოდნენ. ოლიმპიური კომიტეტიდან ღონისძიებას ემზარ ზენაიშვილი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოლიმპიურ სოფელში 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო დროშაც აღიმართა.