სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტთან სპორტის, როგორც მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის მნიშვნელობა განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტთან სპორტის, როგორც მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს, ჯოელ ბუზუს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე, ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი – სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

„აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება, იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.