სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა – თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა

21:58, 04.03.2022

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა აჩვენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

როგორც ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო უნდა იდგეს პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის გვერდით.

„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის შვიდ ქალაქს, მათ შორის საქართველოს მიმართა.

რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

მსგავსი