საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან. მათივე ცნობით, დღესვე, პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთან.
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრა გამართა ასევე კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.