სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. პრეზიდენტი საღამოს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

„სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო პატრიარქის დაბადების დღე. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის დიდი დღესასწაული. ვუსურვებ პატრიარქს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და იყოს ჩვენი ძლიერი სულიერი მამა, როგორც აქამდე, რამეთუ ამ ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება პატრიარქის ძალა და სიმშვიდე“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მილოცვაში.

დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა.