სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.