სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

23:43, 18.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩილაკი პრეზიდენტთან ერთად აანთეს, სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღესვე ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.

მსგავსი