სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ამასთან, მათივე ცნობით, ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.