სალომე ზურაბიშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ სტენდზე საქართველოს სახელით გვირგვინი განათავსა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში, 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად, ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.