სალომე ზურაბიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
სალომე ზურაბიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელთაც საქართველო და ხორვატია კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად გადადგამენ და რომლებიც მთავრობებმა ეკონომიკის გახსნისთვის შეიმუშავეს. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დაწესებული ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმები.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

„როგორც ხორვატიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა და ქართული ღვინო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.