სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაერო-ს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისთვის მაგალითს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველო – ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პერიოდში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.