სალომე ზურაბიშვილმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა

08:27, 14.03.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილი მოზარდებს გაესაუბრა, რომლებიც ცენტრში ახალი ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობას – ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან.

პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას ,,ტუმოში” ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა.

მსგავსი