სალომე ზურაბიშვილმა ერაყის პრეზიდენტთან სექტორული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა ერაყის პრეზიდენტთან სექტორული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში ერაყის პრეზიდენტს, ბარჰამ სალიჰს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტებმა სექტორულ და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ბარჰამ სალიჰის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით კი, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემატიკას.