სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

09:45, 29.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საფრანგეთში გაიმართა.

მსგავსი