სალომე ზურაბიშვილმა და ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს
სალომე ზურაბიშვილმა და ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

საუბრისას ასევე განიხილეს შემდეგი ეტაპები და ამ ეტაპების წარმატებით გავლისთვის საჭირო ნაბიჯები. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ლუგარის ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი როლი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირველი ეტაპის წარმატებით გავლასა და კორონავირუსთან ბრძოლის სამომავლო ნაბიჯების მართვაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ყველაფერში ლუგარის ლაბორატორიის როლი დასაფასებელია.