სალომე ზურაბიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
სალომე ზურაბიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, მოწამეობრივი სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამ მოქალაქესთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.