სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა ქართულ-ებრაულ ჯგუფთან შეხვედრა გამართა
სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა ქართულ-ებრაულ ჯგუფთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თელ-ავივში, საქართველოს საელჩოში ისრაელში დაბადებულ ახალგაზრდა ქართულ-ებრაულ ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ქართველი ებრაელის ლია კრიხელის პროექტ „გაიცანი შენი შვილების” მონაწილეებიც ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა შეხვედრისას, რომელსაც ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეწარმეო და საინვესტიციო, სამედიცინო და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაულ მეგობრობაზე, ამ ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობასა და ძლიერი კავშირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს ერთგვარი ფორუმის შექმნა შესთავაზა, სადაც წარმატებულ ქართველ-ებრაელებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები. შეთავაზებაზე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის მონაწილეებისაგან ერთსულოვანი თანხმობა მიიღო. ამასთან, ახალგაზრდებმა საქართველოს მოქალაქეებთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი გამოთქვეს.

ინფორმაციას საქართველოს პრეიზდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი