სალომე ზურაბიშვილმა აფრიკაში ციკლონის შედეგად დაღუპულებს მიუსამძიმრა
სალომე ზურაბიშვილმა აფრიკაში ციკლონის შედეგად დაღუპულებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აფრიკაში ციკლონის შედეგად დაღუპულებს მიუსამძიმრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, საქართველო უსამძიმრებს აფრიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შტორმის შედეგად დაღუპულებს.

„საქართველო ლოცულობს ტრაგიკული ციკლონის შედეგად დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის. აფრიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ტროპიკული შტორმი „იდაი“, დაატყდა თავს მადაგასკარის, მალავის, ზიმბაბვესა და მოზამბიკის ხალხს, მაგრამ ისინი კვლავ დადგებიან ფეხზე“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

აფრიკაში სტიქიის შედეგად მხოლოდ მოზამბიკში დაღუპულთა რიცხვი 300-ს მიაღწია. ციკლონის შედეგად მილიონობით ადამიანი დაზარალდა.