სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებსა და აფხაზურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.