სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა, მათ შორის ექვსი უკრაინის მოქალაქეა

11:04, 09.04.2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის შვიდი ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.

ამასთან, შეწყალებულთაგან ექვსი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი