სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ევროკომისიის წინ საქართველოს დროშა აღმართეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ევროკომისიის წინ საქართველოს დროშა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი დღეს მართავს. სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები.

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთანაც. შეხვედრის შემდეგ ასევე დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტში.

ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უახლოესი დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა.