სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელები არიან
სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელები არიან

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელები არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მათ მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა ჯამში 105 000 ლარს შეადგენს.

„ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ 19 ოქტომბერს ზურაბიშვილს 30 000 ლარი ჩაურიცხა.

ამავე დღეს ფიქსირდება ჩარიცხვები „ქართუ ბანკის“ კომერციული დირექტორისგან, ზურაბ გოგუასგან (25 000 ლარი), ბანკის ოპერაციების დირექტორისგან, დავით გალუაშვილისგან (25 ათასი ლარი) და „ქართუ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორისგან, გოჩა ჩიკვილაძისგან (25 ათასი ლარი).