სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ბაქოში ოფიციალური ვახშამი გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი” გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.