„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართეს“ საშუალებით 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა
„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართეს“ საშუალებით 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით, 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

პროექტ „ჩართეს“ საშუალებით შესაძლებელია, მსურველებმა სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი დაუფინანსონ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

„აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ, უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„სალომე ზურაბიშვილის ფონდი“ 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.