სალომე ზურაბიშვილის ფონდი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტს დააფინანსებს
სალომე ზურაბიშვილის ფონდი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტს დააფინანსებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფონდი, რომელშიც ის საკუთარ ხელფასს რიცხავს, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტს დააფინანსებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე.

„ის ფონდი, რომელზედაც მქონდა საუბარი, შეიქმნა. იქ გადავრიცხე ჩემი ხელფასები. ახლა დავიწყებთ პროექტების შემოტანას.  იმ ფონდისთვის არ ვეძებ გარეთ თანხებს. კონცეფცია არის, რომ პროექტი უნდა დავდოთ და ვინც იქნება მსურველი, მოვიდეს და დააფინანსოს. იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის დასანახი, თუ როგორ ფინანსდება რომელიმე პროექტი.

ალბათ პირველი პროექტი იქნება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, რომელზედაც მქონდა საუბარი საპარლამენტო გამოსვლაში, პროექტი რომელიც მარიამ ჯაშთან ერთად მზადდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.