სალომე ზურაბიშვილის ცნობით, მიუნხენში კაია კალასს შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეხვედრა მიუნხენში გაიმართა.
„შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების თხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.
ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Met with @kajakallas and conveyed the appeals from Georgian media representatives for increased support from our partners. New free and fair elections are the only way out of crisis of Georgia pic.twitter.com/UdPvw0g4kZ
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 16, 2025