სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს – გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიძლიერეს და გამძლეობას უსურვებს.
„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.
З Днем народження @ZelenskyyUa
May you celebrate your next birthday in a free and united Ukraine.
I wish you strength and resilience in this relentless fight for freedom and sovereignty!
Your victory will be our victory!#SlavaUkraini pic.twitter.com/FHUM4lKQPe
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 25, 2023