სალომე ზურაბიშვილი - ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს
სალომე ზურაბიშვილი - ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც დღეს ზეიმობს იესო ქრისტეს აღდგომას, ულოცავს დღესასწაულს.

„ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს! მაცხოვრის მკვდრეთით აღდგენის სიხარულს მშვიდობა, სიკეთე და სათნოება მოეტანოს ომით, ბოროტებითა და ტკივილით დაღლილი დედამიწისთვის!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.