სალომე ზურაბიშვილი – ყველაფერს ვიღონებ, რომ ვერც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და ვერც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ექვსი თვე ძირს უთხრიდა მიშელის დოკუმენტს, ვერ შეძლოს სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება

18:38, 02.09.2021

ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება.

„ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში. მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება, უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ვარ ერთგული ყველაფერ იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან – საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული.

მსგავსი