სალომე ზურაბიშვილი – ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას, ვულოცავ ამ დღესასწაულს

15:24, 12.04.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

„ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტეს აღდგომას, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი