სალომე ზურაბიშვილი - ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, ერთადერთი გზა შეთანხმებაა
სალომე ზურაბიშვილი - ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, ერთადერთი გზა შეთანხმებაა

ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, ერთადერთი გზა შეთანხმებაა, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში,ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იქნას, როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.