სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.

„ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, საქართველოსა და მსოფლიოში, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლის, სიკეთის.

ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.