სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, „ზიარატა ეზიდის“ დღესასწაულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას

14:45, 12.06.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია.

„ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, „ზიარატა ეზიდის“ – თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი