სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც. როგორც ზელენსკი წერს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა, რომ დაადასტურა მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე დასწრება.
„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – აღნიშნავს ზელენსკი.
Spoke with President @ZelenskyyUa
I thanked the President for his solidarity and unwavering support for the Georgian people.
Our joint future lies in Europe!
🇬🇪🇺🇦🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 15, 2024