სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველო ამ დღეს უკრაინის გვერდით დგას.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.