სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს.

მანამდე უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. კიევში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრემიერ დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.