სალომე ზურაბიშვილი - ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი
სალომე ზურაბიშვილი - ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი

ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება, სადაც ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება.