სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის პრიორიტეტულ საკითხებს ასახელებს
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის პრიორიტეტულ საკითხებს ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს.

„ჩემი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ვიმუშავებ, რომ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე. შეგვიძლია მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავიზო სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში – პირველი საერთაშორისო ვიზიტის დროს“, – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში არ აკონკრეტებს, როდის შედგება ბრიუსელში ვიზიტი.