სალომე ზურაბიშვილი - ვიმედოვნებ, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლისა და სოლიდარობის საუკეთესო მაგალითიც მისცეს, ეს ყველას გამარჯვება იქნება
სალომე ზურაბიშვილი - ვიმედოვნებ, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლისა და სოლიდარობის საუკეთესო მაგალითიც მისცეს, ეს ყველას გამარჯვება იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღემდე მოხერხდა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა თავის მიზანს არ გაცდენილა.

„აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მინიმალურად შეეხო (სხვა ქვეყნებს შევხედოთ) ადამიანის უფლებებს, კერძოდ – გადაადგილებისა და შეკრების უფლებას“ , – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე, შესაბამისად, საარჩევნო კალენდარზე და დემოკრატიულ სვლაზე.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და, ამავე დროს, სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი – ყველას ნამდვილი გამარჯვება“ , – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.