სალომე ზურაბიშვილი – ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე
ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ.
მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის.
ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
Great 📞 with @SecBlinken.Concurred in our mutual support for 🇺🇦. Appreciate the resolute support of our 🇺🇸 partner to our territorial integrity, security in challenging times
Thanks to @POTUS for supporting #NationalAccordProcess. Hope for Sec Blinken visit to 🇬🇪 in near future
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 3, 2022