სალომე ზურაბიშვილი – ველოდები უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „თვითერში“ წერს, ელოდება უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
„ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას, უკრაინის მოსახლეობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ველოდები ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობასა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.
Congratulations to Volodymyr Zelensky for his election as #Ukraine’s new President, and to the people of Ukraine for holding free and fair elections. I look forward to working with the new President and deepen our bilateral relations.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) 22 April 2019