სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო [ვიდეო/ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ​ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

„მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.