სალომე ზურაბიშვილი - უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეხმაურება, რომელიც წელს პირველად აღინიშნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, ეს მაგალითები კი მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველია.

„უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.