სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ტუნისელ ხალხს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პირველ პრეზიდენტ ეს-სებსის გლოვობს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტუნისის პრეზიდენტად ის 2014 წელს აირჩიეს.