სალომე ზურაბიშვილი – თუ „შეწყდა ძალადობა“ ქუჩებში, ამ ღამის სასტიკი დარბევა რას ემსახურება? დედისგან შვილის გატაცება, ქალებთან ანგარიშსწორება

02:45, 07.12.2024

ტყუილი და ცინიზმი. თუ „შეწყდა ძალადობა“ ქუჩებში, ამ ღამის სასტიკი დარბევა რას ემსახურება? დედისგან შვილის გატაცება? ქალებთან ანგარიშსწორება? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დღევანდელ დაკავებებს გამოეხმაურა.

ამასთან, მან აქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გააზიარა.

მსგავსი