სალომე ზურაბიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრეზიდენტს შეხვდა

15:58, 24.10.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს და იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იოშირო მორისს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით საქართველო-იაპონიის ურთიერთობას და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშების საორგანიზაციო საკითხებს.

იოშირო მორი სალომე ზურაბიშვილს დაჰპირდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაფერს გააკეთებს საქართველოს სათანადო მასპინძლობისთვის.

მსგავსი