სალომე ზურაბიშვილი ტოკიოს კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოს კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმსხვილესი იაპონური კომპანიის (NTT) წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​შეხვედრისას საუბარი შეეხო იაპონიის გამოცდილების გაზიარებას კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დაიგეგმა აღნიშნული მიმართულებით კერძო და სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობის განვითარება.

მათივე ცნობით, იაპონური კომპანია გეგმავს, ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი ვითარება.

კომპანია, წარმომადგენლობების მეშვეობით, საქმიანობას მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ახორციელებს.