სალომე ზურაბიშვილი - ტერაქტები შრი-ლანკაზე შემზარავი ტრაგედიაა ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის
სალომე ზურაბიშვილი - ტერაქტები შრი-ლანკაზე შემზარავი ტრაგედიაა ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის

ტერაქტები შრი-ლანკაზე შემზარავი ტრაგედიაა ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სასლომე ზურაბიშვილი დღეს შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების სერიას. სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ტერორისტული აქტები შრი-ლანკაზე არის აღუწერელი ტრაგედია, რომლიც ქრისტიანებს, შრი-ლანკელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას დაატყდა. აღდგომის დილას საქართველო გლოვობს მსხვერპლს და დგას შრი-ლანკის გვერდით“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი შეეწირა.